სათიხარი
სათიხარი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი. სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების 2 ძეგლი - საუკუნის ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1921 წელს შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის რაიონის მერეთის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Сатихъар).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 659.