როინ აბუსელიძე
როინ აბუსელიძე (დ. 25 ივლისი, 1988) — ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2005 წელს დაამთავრა ბათუმის 22-ე საშუალო სკოლა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წელს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.
ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: „ჭოროხი“, „კვირის პალიტრა“, „ლიტერატურული საქართველო“, „ცისკარი“, „მნათობი“; გამოცემული აქვს კრებულები „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“, „ჰოლი“, „მიწის პოეტების მსხვერპლი“. ასევე, გამოიცა რ. აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების წიგნი, „ა ბ გ დ“. და კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“, რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. მისი ლექსები 2010 წლიდან იბეჭდება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. 2014-2023 წლებში მისი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სომხურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. არის ლიტერატურული კონკურსის - „ლექსების გამოფენის გამარჯვებული, თბილისის მერიის კონკურსის ორგზის ლაურეატი, მიღებული აქვს პრემია ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი. არის „აჭარის მწერალთა სახლის“ ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წინანდალის პრემია,
- ფრიდონ ხალვაშის პრემია,
- ზურაბ გორგილაძის პრემია,
- მაჩაბლის პრემია,
- იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ა ბ გ დ“,
- „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“,
- „მეცხრე ტალღა“,
- „ქართული პოეზიის ანთოლოგია",
- „ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი“,
- ჰოლი“,
- „ა ბ გ დ - 2“,
- „მიწის პოეტების მსხვერპლი“,
- „მე მქვია ბათუმი“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, ბათუმი, 2019, გვ. 7