რიტა ბჰადური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიტა ბჰადური
ინგლ. Rita Bhaduri  
ჰინდ रीटा भादुड़ी
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი 1955
ლაქნაუ, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2018 (62 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი

რიტა ბჰადური (ჰინდ. रीटा भादुड़ी; 4 ნოემბერი, 1955, ლაქნაუ - 17 ივლისი, 2018, მუმბაი) — ინდოელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. ორმოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში, მან ითამაშა 71 ფილმში და 30 სატელევიზიო სერიალში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტა ბჰადური დაიბადა 1955 წლის 4 ნოემბერს ლაქნაუში მსახიობ ჩანდრიმა ბჰადურის ოჯახში.  იგი სამი ქალიშვილიდან უმცროსი იყო. მალე ოჯახი საცხოვრებლად ბომბეიში გადავიდა, სადაც დედა მსახიობი გახდა. მან შეასრულა უმნიშვნელო   როლები 36 ფილმში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ციხის მცველის როლი ფილმში Bandini (1963). რიტას უფროსი და დაქორწინდა ოპერატორ ბარუნ მუხერჯიზე, ხოლო რუმას შუათანა და გახდა ჟურნალისტი.[3]

რიტამ 1973 წელს დაამთავრა ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტი მსახიობის სპეციალობით. მომდევნო წელს მისი დებიუტი შედგა მალაიალამურ ფილმში Kanyakumari კამალ ჰასანთან ერთად. ერთი წლის  შემდეგ  ეკრანებზე გამოჩნდა ბოლივუდურ ფილმ "ჯულიაში", როგორც მთავარი გმირის მეგობარი. 1970-იან წლებში რიტა ბჰადური ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.  ფილმში College Girl  (1978) მან ითამაშა ტიტულოვანი პერსონაჟი, კოლეჯის სტუდენტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. თუმცა იგი არ იყო ფილმის წამყვანი პერსონაჟი.[4][5]

Rajshri Productions-ის ორ ფილმში არუნ გოვილის მონაწილეობით, რომელიც გამოვიდა 1979 წელს, Sawaan Ko Aane Do და Raadha aur Seeta, რიტა ბჰადურმა განასახიერა „მესამე ზედმეტი“ პერსონაჟი სასიყვარულო სამკუთხედში. ასევე აღსანიშნავი იყო მთავარი გმირი დების როლები ფილმებში Aaina (1977) და Nastik (1983). ბოლოს, 1985 წელს, მან შეასრულა მთავარი როლი ბენგალურ  Phoolan Devi-ში, მაგრამ ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა.

რიტა ბჰადურმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუჯარათული კინოს განვითარებაში 1980-იან წლებში. გუჯარათულ ფილმებში მისი მონაწილეობა კინოგაქირავებაში მოგების მოტანის გარანტია იყო. რიტამ შეასრულა წამყვანი როლები მითოლოგიურ და ისტორიულ ფილმებში, სოციალურ დრამებში და მუსიკალურ მელოდრამებში, მათ შორისაა: Alakh Niranjan, Nal Damayanti, Jai Ashapura Maa, Santu Rangeelu, Gher Gher Matina Chula, Kunku Nee Keemat, Ma Na Aansoo, Jani, Sherne Saathey Sawaser. იმ პერიოდში გადაღებულმა ფილმებმა გუჯარათული კინო სიცარიელიდან გამოიყვანა. თუმცა, მსახიობმა დატოვა კინოიდუსტრია, როდესაც ფილმების ხარისხი დაეცა პროდიუსერების მოგების მიღებაზე ფოკუსირების გამო.[2]

რიტა ბჰადურმა 1990-იან წლებში ტელევიზიაში დაიწყო მუშაობ, ძირითადად დაინტერესებული იყო ისტორიებით, რომლებიც ქალების შესახებ მოუთხრობდა მაყურებელს. მალე იგი დედისა და ბებიის როლების შემსრულებელი მოთხოვნადი მსახიობი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ  როლებისთვის შესაფერის ასაკში ჯერ აიყო. მისი სატელევიზიო ნამუშევრებია:   Chunauti (1987—1988), Amaanat (1997—2002), Kumkum — Ek Pyara Sa Bandhan (2002—2009), Choti Bahu — Sinduur Bin Suhagan (2010—2012), აგრეთვე Sarabhai Vs Sarabhai и Khichdi. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ფილმებში მონაწილეობას და ფილმში "პრინცი რაჯა"  შესრულებული მთავარი როლისთვის ნომინირებული იყო Filmfare Awards-ზე.[6][7]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტა ბჰადური 2018 წლის ივლისში  გადაიყვანეს მუმბაიში სუჯაის ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თირკმლის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით.  იგი  იმყოფებოდა დიალიზზე, მაგრამ ათი დღის შემდეგ გარდაიცვალა გულის შეტევით 62 წლის ასაკში.[1][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Actor Rita Bhaduri passes away // MSN — 2018.
  2. 2.0 2.1 Shoma A. Chatterji. Rita Bhaduri (1955-2018): An Independent Woman, A Talented Actress დაარქივებული 2022-02-27 საიტზე Wayback Machine. . The Citizen (23 ივლისი 2018). ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2019.
  3. "Zarina Wahab mourns over the demise of veteran actress Rita". Tejashree Bhopatkar. The Times of India. 17 July 2018. Retrieved 17 July 2018.
  4. Vikram Phukan. Rita Bhaduri: the dependable character actor The Hindu (17 ივლისი 2018). ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2019.
  5. "I play an aggressive beta in my current show shot in Mirzapur: Bareilly actor Jatin Suri".
  6. "I'm still learning as an actor: Rita Bhaduri".
  7. "First batch looks back at good old days TNN". The Times of India. 21 March 2010. Archived from the original on 14 July 2012.
  8. Veteran actor Rita Bhaduri dies at 62 Scroll.in (17 ივლისი 2018). ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2019.