შინაარსზე გადასვლა

რიკარდო ვილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიკარდო ვილა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო ხულიო ვილა
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1952 (1952-08-18) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
როკი პერესი,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1974 კილმესი 108 (20)
1973   სან-მარტინი 10 (3)
1974–1976 ატლეტიკო 51 (19)
1976–1978 რასინგ კლუბი 52 (6)
1978–1983 ტოტენჰემი 133 (18)
1983 სტრაიკერსი 19 (3)
1984–1985 დეპორტივო კალი 0 (0)
1986–1989 დეფენსა ი ხუსტისია 93 (4)
ეროვნული ნაკრები
1975–1978 არგენტინა 18 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1998–1999 დეფენსა ი ხუსტისია
2012 დეფენსა ი ხუსტისია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რიკარდო ხულიო ვილა (ესპ. Ricardo Julio Villa; დ. 18 აგვისტო, 1952, როკი პერესი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „კილმესის“, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“, „ატლეტიკო ტუკუმანის“, აველიანედას „რასინგ კლუბის“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის“, „დეპორტივო კალის“, „დეფენსა ი ხუსტისიასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი 1981 „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემადგენლობაში. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]

2008 წლის 7 თებერვალს ოსვალდო არდილესთან ერთად შეიყვანეს „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დიდების დარბაზში (ინგლ. Tottenham Hotspur Hall of Fame).[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიკარდო ვილა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. 1977.

რიკარდო ვილა საკლუბო კარიერას 1970 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე კილმესის „ატლეტიკოში“ იწყებს, სადაც 1974 წლამდე თამაშობს. მის რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 108 მატჩში იღებს მონაწილეობას და 20 გოლი გააქვს.

1973 წელს, იჯარით, „სან-მარტინ-დე-ტუკუმანის“ რიგებშია, სადაც 10 შეხვედრაში 3 ბურთის გატანას ახერხებს. 1974–76 წლებში „ატლეტიკო ტუკუმანის“ ღირსებას იცავს (51 მატჩი, 19 გოლი).

1976–78 წლებში აველიანედას „რასინგ კლუბის“ შემადგენლობაშია (52 მატჩი, 6 გოლი).

1978 წლის ზაფხულიდან ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდთან ერთად 1981 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს ეუფლება,[5] როდესაც ორი მატჩის ჯამში „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ ამარცხებს. ორივე შეხვედრა ამჟამინდელი „უემბლის“ წინამორბედ სტადიონზე იმართება. პირველი მატჩი ფრედ (1–1) მთავრდება, ხოლო მეორეს ლონდონელები იგებენ (3–2). ამ მატჩში ვილას ორი ბურთი გააქვს,[6] რომელთაგან ერთი, 2001 წელს, ამ სტადიონზე გატანილ ასწლეულის გოლად აღიარეს.[7] საერთო ჯამში, „ტოტენჰემის“ მაისურით, ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში — 179 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 25-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.

„ტოტენჰემის“ შემდეგ, ამერიკული „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსისა“ (1983) და კოლუმბიური „დეპორტივო კალის“ (1984–85) რიგებში ასპარეზობს.

სათამაშო კარიერას 1989 წელს, არგენტინულ „დეფენსა ი ხუსტისიაში“ ამთავრებს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ქვეყანა წლები წყარო
1 კილმეს ატლეტიკო დროშა: არგენტინა არგენტინა 1970–1974
2 სან-მარტინ-დე-ტუკუმანი დროშა: არგენტინა არგენტინა 1973
3 ატლეტიკო ტუკუმანი დროშა: არგენტინა არგენტინა 1974–1976
4 რასინგ კლუბი დროშა: არგენტინა არგენტინა 1976–1978
5 ტოტენჰემ ჰოტსპური დროშა: ინგლისი ინგლისი 1978–1983
6 ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 1983
7 დეპორტივო კალი დროშა: კოლუმბია კოლუმბია 1984–1985
8 დეფენსა ი ხუსტისია დროშა: არგენტინა არგენტინა 1986–1989

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 18 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს.

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1975 1 0
1976 3 0
1977 8 0
1978 6 1
ჯამში 18 1

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიკარდო ვილას მატჩები არგენტინის ეროვნულ ნაკრებში
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 20.06.1975 კოჩაბამბა ბოლივიაბოლივიის დროშა 1–2 არგენტინის დროშა არგენტინა საავედრას თასი [9]
2 13.10.1976 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 2–0 ჩილეს დროშა ჩილე ამხანაგური [10]
3 28.10.1976 ლიმა პერუპერუს დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [11]
4 10.11.1976 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 1–0 პერუს დროშა პერუ ამხანაგური [12]
5 27.02.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 5–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი ამხანაგური [13]
6 22.03.1977 მადრიდი არგენტინაარგენტინის დროშა 1–1 ირანის დროშა ირანი ამხანაგური [14]
7 29.05.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 3–1 პოლონეთის დროშა პოლონეთი ამხანაგური [15]
8 05.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 1–3 გერმანიის დროშაგფრ ამხანაგური [16]
9 26.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 0–0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ამხანაგური [17]
10 03.07.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 1–0 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ამხანაგური [18]
11 12.07.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 2–0 დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ ამხანაგური [19]
12 24.08.1977 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 2–1 პარაგვაის დროშა პარაგვაი ბოგადოს თასი [20]
13 06.04.1978 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 2–0 რუმინეთის დროშა რუმინეთი ამხანაგური [21]
14 20.04.1978 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 3–1 ირლანდიის დროშაირლანდია ამხანაგური [22]
15 25.04.1978 მონტევიდეო ურუგვაიურუგვაის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [23]
16 03.05.1978 ბუენოს-აირესი არგენტინაარგენტინის დროშა 3–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი ამხანაგური [24]
17 14.06.1978 როსარიო არგენტინაარგენტინის დროშა 2–0 პოლონეთის დროშა პოლონეთი მსოფლიო 1978 [25]
18 18.06.1978 როსარიო არგენტინაარგენტინის დროშა 0–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1978 [26]

მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიკარდო ვილამ მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[27][28][29]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა 22 ნახევარმცველი 2 0 1 1 0 ჩემპიონი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო. 
  • Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber.  ISBN 9780571325566
  • Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, 1998.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · FIFA World Cup 1978 · Futebol Portenho · La Senal medios · Planet World Cup · WC 1978 · Scribd · Argentina national football team · 1975 · 1976 · 1977 · 1978 · National Football Teams · Argentina's World Cup squad 1978 · Planet World Cup · Argentina's World Cup squad 1978 · RSSSF

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile: Ricardo Villa // BBC World News
  2. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  3. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino.
  4. Tottenham Hotspur Hall of Fame – double induction
  5. Há 35 anos, argentinos consagravam o Tottenham campeão da 100ª FA Cup
  6. 1981 FA Cup Final Replay Highlights
  7. Ricky Villa reveals all on his iconic FA Cup final
  8. Argentina National Team Players 1964–1998
  9. Bolivia 1–2 Argentina (20 June 1975)
  10. Argentina 2–0 Chile (13 October 1976)
  11. Peru 1–3 Argentina (28 October 1976)
  12. Argentina 1–0 Peru (10 November 1976)
  13. Argentina 5–1 Hungary (27 February 1977)
  14. Argentina 1–1 Iran (22 March 1977)
  15. Argentina 3–1 Poland (29 May 1977)
  16. Argentina 1–3 West Germany (05 June 1977)
  17. Argentina 0–0 France (26 June 1977)
  18. Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
  19. Argentina 2–0 East Germany (12 July 1977)
  20. Argentina 2–1 Paraguay (24 August 1977)
  21. Argentina 2–0 Romania (06 April 1978)
  22. Argentina 3–1 League of Ireland (20 April 1978)
  23. Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
  24. Argentina 3–0 Uruguay (03 May 1978)
  25. Argentina 2–0 Poland (14 June 1978)
  26. Argentina 0–0 Poland (18 June 1978)
  27. არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1930–2006
  28. მსოფლიო ჩემპიონატი 1978
  29. Ricardo Villa in the World Cups
  30. 1978 FIFA World Cup Argentina ™