ჟამბილის ოლქი (ყაზახ.Жамбыл облысы) ყოფ. ჯამბულის ოლქი — ოლქი სამხრეთ ყაზახეთში. დაარსდა 1939 წლის 14 ოქტომბერს სამხრეთ ყაზახეთის ოლქის გაყოფის შედეგად. 1993 წლის 4 მაისს უწოდეს დღევანდელი სახელი. ოლქს სახელი ეწოდება ყაზახი საბჭოთა პოეტის, მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატის ჟამბილ ჟაბაევის (1846-1945 წწ.) პატივსაცემად. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ტარაზი (ჯამბული, ჟამბილი).