შინაარსზე გადასვლა

პორტალი:თეატრი/სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული სტატია
გუსტავ ფრაიტაგი
გუსტავ ფრაიტაგი

ფრაიტაგის პირამიდაგუსტავ ფრაიტაგის არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შემუშავებული და 1863 წელს გამოქვეყნებული დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია, როგორც დრამის პირამიდული აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემული წიგნი, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.

კლასიკური დრამის სტრუქტურა არისტოტელისეულ სამ ერთეულს ეყრდნობა და ითვალისწინებს შემდეგს: (ა) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას; (ბ) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა; (გ) ხუთივე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ან ინტრიგით) განვითარებადი ფუნქციური მოდელისა და ჰქმნის დრამატული მსვლელობის ეტაპობრივად დასაფეხურებულ, იდეალტიპური მსვლელობის ფორმას; (დ) სულ მცირე სცენაც კი წარმოადგენს დრამის აგების მნიშვნელოვან ელემენტს, მჭიდროდაა დაკავშირებული მომდევნო სცენასთან და შეუძლებელია რომელიმე ამ სცენის დაკლება, ან მათი თანმიმდევრობის გადაადგილება.