პორტალი:თეატრი/თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული თეატრი
რუსთაველის თეატრის შენობა 2006 წელს.
რუსთაველის თეატრის შენობა 2006 წელს.

შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი მდებარეობს თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. თავდაპირველად თეატრს განაგებდა ქართული დრამატული საზოგადოება ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თავმჯდომარეობით.

თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა დავით ერისთავის "სამშობლო". ეს ნამდვილი მოვლენა გახდა რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და "ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის" სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია "მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ". ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.