პატარა გომარეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა გომარეთი[1] — ყოფილი სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში, გომარეთის პლატოზე.

სოფელი პატარა გომარეთის სახელწოდებით ცნობილია XVIII საუკუნიდან. საბჭოთა პერიოდში ის შედიოდა გომარეთის სასოფლო საბჭოში (ცენტრი — სოფ. დიდი გომარეთი). აქ ფუნქციონირებდა გომარეთის სასუქი მეურნეობის კომპლექსი, კირის ქარხანა, პროფტექნიკური სასწავლებელი, რვაწლიანი სკოლა, ბიბლიოთეკა. ყოფილი სოფლის განაპირას აღმართულია XI საუკუნის ძეგლი — დარბაზული ეკლესია, რომელიც სამშენებელო წარწერის მიხედვით აგებულია XI საუკუნის I ნახევარში ლიპარიტ ერისთავთერისთავის მიერ. 1999 წელს სოფლები დიდი და პატარა გომარეთი ადმინისტრაციულად გაერთიანდა გომარეთის სახელწოდებით; გეოგრაფიულად მათ ერთმანეთისგან მხოლოდ პატარა ხევი ყოფთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949