პავლე დვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პავლე (იოველ) ნესტორის ძე დვალიშვილი (დ. 1895, სოფ. დვალიშვილები, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, — გ. 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი.

1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიაში. გასაბჭოების შემდეგ, 1922-1924 წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ვანის ორგანიზაციის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1924-1925 წლებში დაპატიმრებული იყო. 1937 წლის რეპრესიების დროს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]