ნინო მამამთავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო მამამთავრიშვილი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1950 (1950-10-30) (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ნინო მამამთავრიშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1950, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ხოლო 1977 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში; 1977–1985 წლებში — უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1979 წელს „იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში“; სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2004 წელს „რედოქს-სტატუსის როლი ენდოთელური დისფუნქციის განვითარებაში გულის უკმარისობის დროს“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 182
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 348

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]