ნიკოლა კოევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა კოევი

Mamin Kolyu 1907
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1880
ჰასკოვო (ოლქი), ბულგარეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1961 (81 წლის)
ჰასკოვო (ოლქი), ბულგარეთი
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
პროფესია სამხედრო

ნიკოლა კოევი (ბულგ. Nikola Koev, სრული სახელი ნიკოლა კოევ ნიკალოვი, ასევე ცნობილია როგორც მამინ კოლიუ; 1880—1961) — ბულგარელი რევოლუციონერი, შიდა მაკედონურ-ოდრინული რევოლუციური ორგანიზაციის (IMORO) ერთ-ერთი ლიდერი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1880 წლის 20 მარტს ჰასკოვოში. მისი ბიძა (მამის უმცროსი ძმა) ტანე ნიკოლოვი, ასევე  რევოლუციონერი, ოსმალეთის მაკედონიისა და თრაკიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აჯანყებულთა ძალების გამოჩენილი სამხედრო ლიდერი იყო.

საბაზისო განათლების მიღების შემდეგ, 1901 წლის იანვრიდან 1902 წლის ნოემბრამდე მსახურობდა მე-10 როდოპის ქვეით პოლკში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ  გაემგზავრა სოფიაში, სადაც შეუერთდა IMORO-ს  რომელიც აკომპლექტებდა ორგანიზებულ ჯგუფებს მაკედონიაში შეიარაღებული ბრძოლისთვის. 1903 წელს იგი შევიდა მაკედონიაში, როგორც ივან ალიაბაკას მხარდამჭერი ვოევოდას წევრი.

ტანი ნიკოლოვის ჯგუფი (ჩეტატა) ელიჯის  დაცვის დროს (ნიკოლა კოევი ზედა რიგშია ცენტრში თოფით მხარზე)

ილინდენის აჯანყების დროს კოსტა პოპოვთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ კრუშევოში ჟანდარმერიის ყაზარმის დაწვაში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ნიკოლა კოევი დაბრუნდა ბულგარეთში. 1904 წელს სოფიაში ივან ალიაბაკასთან ერთად ცეცხლი გაუხსნა თურქეთის კონსულის ეკიპაჟს. შედეგად, დაიჭრა კონსულის დაცვის წევრი. თურქეთის ხელისუფლებამ თავდამსხმელები შეიპყრო და გაასამართლა. ექვსი თვის შემდეგ, ამნისტიის გარეშე, ისინი ციხიდან გამოიყვანეს და ხელისუფლების თვალთახედვიდან გაქრობა ურჩიეს. ნიკოლა გაემგზავრა მაკედონიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა თურქების რევოლუციაში. ამის შემდეგ, 1909 წლის აპრილში, ხრისტო ჩერნოპეევთან ერთად, მონაწილეობდა ახალგაზრდა თურქების კამპანიაში სტამბოლის წინააღმდეგ, რათა შეეჩერებინათ აბდულჰამიდ II-ის კონტრრევოლუციური გადატრიალება.

1912 წლიდან ნიკოლა კოევი იყო მედროშე და იბრძოდა ბიძის — ტანი ნიკოლოვის რაზმში. მონაწილეობდა ბალკანეთის ომებში, ელიჯეს დაცვის დროს გახდა დამოუკიდებელი ვოევოდა. 1912 წლის ზამთარში და 1913 წლის გაზაფხულზე მონაწილეობდა ბულგარეთის ეგზარქოსის მიერ როდოპის თემის გაქრისტიანების მისიაში. დასავლეთ თრაკიის განთავისუფლების შემდეგ, რომელიც ბულგარეთს გადაეცა 1913 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით , კოევი დაქორწინდა სოფელ კუშლანლიში გიუმიურჯინას მახლობლად (ახლანდელი კომიტინი, საბერძნეთი).

1914 წლიდან 1919 წლამდე ცხოვრობდა ქალაქებში ქსანტისა და კომიტინში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო პოლიციელი. 1920-1924 წლებში, როდესაც პირველ მსოფლიო ომში ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ეს რეგიონი უკვე საბერძნეთის შემადგენლობაში შედიოდა, თანამშრომლობდა ბულგარეთის თრაკიის საზოგადოების კავშირთან  ჰასკოვოსა და დასავლეთ თრაკიაში.

1924 წელს ნიკოლა კოევი ჩამოსცილდა რევოლუციური საქმიანობას და 1945 წლამდე მუშაობდა ასენოვგრადში მეწისქვილედ ბიძასთან, ტანი ნიკოლოვთან ერთად. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე (1961 წლის 30 ივლისი) ცხოვრობდა ჰასკოვოში.

ნიკოლა კოევი მაკედონიისა და თრაკიის ბულგარელ მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა. მის შესახებ არაერთი სიმღერა დაიწერა.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Николов , Борис Й. ВМОРО : псевдоними и шифри 1893-1934. София, Издателство „Звезди“, 1999. ISBN 954-9514-17. с. 62.(ბულგ.)
  2. «Мамин Колю»։ Братушка (ru-RU)։ 2020-03-20 (რუს.)
  3. Песен за Мамин Колю от Добруджа (ბულგ.)
  4. Песен за Мамин Колю от Гора (ბულგ.)