ნატალია პავლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია პავლიაშვილი
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1957 (1957-05-05) (67 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ნატალია პავლიაშვილი (დ. 5 მაისი, 1957, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1980-1981 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1990 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990-1993 წლებში - უფროსი მასწავლებელი; შემდგომში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მიკროჰემოცირკულაციას, ონკოლოგიის, „მოჭყლეტვის სინდრომის“ საკითხებს. ეკუთვნის „სასუნთქი სისტემის პათოფიზიოლოგიის“ სასწავლო-მეთოდური მითითება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1987 წელს „რეგიონური სისხლის მიმოქცევისა და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებები ანთებად კერაში ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2003 წელს „ორგანიზმის რედოქს-სტატუსის, ერითროციტების და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებების როლი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის პათოგენეზში და მათი კორექციის გზების ძიება“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პათოფიზიოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი (რედაქტორი) // ნაწილი 1, თბ., 2019, გვ. 120 - ISBN: 9789941956782

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 232
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 359

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]