ნარეკლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარეკლიანიეკლიანი 1 -მდე სიმაღლის და ბალიშა ბუჩქებისაგან შექმნილი დაჯგუფებები. ძირითადად გავრცელებულია შინა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის მთებში. კავკასიონი ნარეკლიანის გავრცელების ჩრდილო საზღვარია. კავკასიაში ნარეკლიანი გვხვდება მთისწინებიდან სუბალპურ სარტყლამდე (ზღვის დონიდან 2400 მ), მშრალ, უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზიციის ქვიან ფერდობებზე. ნარეკლიანი აერთიანებს გლერძას, ზღარბასა და ეკლიანი საბეგველას ფორმაციებს. ნარეკლიანი ჩვეულებრივ მეორეულია, განვითარებულია ნატყევარ ადგილებზე, ხშირად ჩაწინწკლულია ან ქმნის კომპლექსს ჯაგეკლიანების და ძეძვიანების დერივატებთან. გვხვდება პირველადი დაჯგუფებებიც. ნარეკლიანის ფორმაციების ფლორა ორიგინალურია, შეიცავს მრავალ ენდემურ და იშვიათ სახეობას.

ნარეკლიანის შესატყვისია ტრაგაკანტიანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]