მიხეილ დვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ თევდორეს ძე დვალი (დ. 1 ოქტომბერი, 1900, ქ. დერბენდი, — გ. 20 მაისი, 1982, ლენინგრადი) — რუსეთში მოღვაწე გეოლოგი, წარმოშობით ქართველი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1951).

1918 წლიდან მუშაობდა ნავთობის მრეწველობაში. 1926 დაამთავრა გროზნოს ნავთობის უმაღლესი ტექნიკუმი. 1926–1930 წლებში მუშაობდა ლენინგრადი გეოლოგიის კომიტეტში, 1930–1973 წლებში — ნავთობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იკვლევდა ნავთობის გეოქიმიისა და ნავთობის წარმოშობის საკითხებს. მნიშვნელოვანი ნავთობგეოლოგიური სამუშაოები აქვს ჩატარებული კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე, თურქმენეთში, დასავლეთ ციმბირსა და კამჩატკაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. კარპინსკის სახელობის პრემია (1952).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологическое строение и нефтеносность Восточной Камчатки, Л., 1950.
  • Нефтематеринские свиты и принципы их диагностики, Л., 1963.
  • Перспективы поисков нефти и газа на больших глубинах на территории СССР, Л., 1965 (თანაავტ. М. D. Белонин).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]