მითრიდატე — ქართლის მეფისმითრიდატე I-ის ძე. მეფობდა სომხეთში (35–51), მისი გამეფება მოხდა სომხეთის დაუფლებისათვის რომის და პართიის ბრძოლის შედეგად. 37 წელსგაიუს იულიუს ცეზარ კალიგულამ მითრიდატე რომში გამოიძახა და ციხეში ჩასვა. კალიგულას მემკვიდრე კლავდიუსმა იგი გაათავისუფლა და მითრიდატემ თავისი ძმის, ქართლის მეფე ფარსმანის დახმარებით (47) კვლავ დაიკავა სომხეთის ტახტი. მითრიდატე ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა მისმა ძმისწულმა რადამისტმა. მითრიდატეს შესახებ ცნობები მოეპოვებათ რომაელ ისტორიკოსებს დიონ კასიუსსა და ტაციტუსს.