მარინე მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინე მაისურაძე (დ. 5 სექტემბერი, 1955, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.

1980-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურული ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში. 1983-1985 წლებში იყო საქართველოს მინისტრტა საბჭოსთან არსებული ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი მეცნიერ-მუშაკი. 1986-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული გეგმარების საფუძვლების კათედრაზე ასისტენტად. 1991-1998 წლებში ამავე კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1998-2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული გეგმარების საფუძვლების კათედრის პედაგოგ-დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის პროექტებზე მომუშავე არქიტექტურულ ჯგუფში არქიტექტორად. 2007-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2006-2008 წლებში იყო არქიტექტურულ-საპროექტო ფირმა „გოდაკო“-ს არქიტექტორი. 2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტად, ასევე იყო ამავე ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტი, შეთავსებით. 2012-2013 წლებში მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია შპს „მაკოტო“-ს არქიტექტორად, ასევე შეთავსებით. 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტორული გეგმარების საფუძვლების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2016 წლიდან შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ტექნოლოგიების სკოლის სრული პროფესორი არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსი. მონაწილეობა აქვს მირებული არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის დამუშავებაში, მათ შორის: მრავალფუნქციური საავადმყოფოს კომპლექსის უზნაძის ქუჩაზე, მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის კომპლექსის „ქალაქის გული“ აბაშიძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაფარეულის ქუჩაზე (ქალაქ თბილისში), ინდივიდუალური სახლების ქალაქ თბილისში, წავკისში, ქალაქ წყალტუბოში და სხვა. მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ შემოქმედებით კონკურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. ჩატარებული აქვს კვლევები მხატვრულ-ისტორიულ და არქიტექტორულ თემატიკაზე. ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა და წიგნის „მეთოდური მითითებები არქიტექტურაში“. მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეთოდური მითითებები არქიტექტურაში თანაავტორი, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2010, გვ. 27 ISBN 9789941148606

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 176-177

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]