მაია მენაღარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია მენაღარიშვილი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1960 (1960-01-01) (64 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

მაია მენაღარიშვილი (დ. 1 იანვარი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი. პროფესიით არის ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983-1986 წლებში საქართველოს სსრ-ის კვების მრეწველობის სამინისტროს მეთოდისტი-ფსიქოლოგი. 1986-1991 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კორექტორი. 1991-1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს რედაქტორი. 1992-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის სარედაქციო საგამომცემლო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1995-1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სარედაქციო საგამომცემლო განყოფილების უფროსი. 1998-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სარედაქციო– საოქმო განყოფილებისუფროსი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. 2012-2020 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ტექსტების მომზადების სამსახურის უფროსი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]