მათე მახარებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათე მახარებელი
‏מַתִּתְיָהוּ‏‎
დაიბადა I საუკუნე
Land of Israel
გარდაიცვალა 74
ეთიოპია
ხსენების დღე 21 სექტემბერი[1] და 16 ნოემბერი
მოღვაწეობა tax collector, პრესვიტერი და publican
მეუღლე
წმინდა მათე მახარებელის ანგელოზი

მათე მახარებელი, წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (სირ. ܡܬܝ, ძვ. ბერძნ. μαθθαιος, ებრ. מתי, ლათ. Matthaeus; დ. I საუკუნე, ქ. კაპერნაუმი, გალილეა — გ. დაახლოებით 74, ქალაქი მირმენა, ეთიოპია) — ძე ალფესი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, პირველი სახარების ავტორი. დაწერა (დაახლოებით 41 წელს) ქრისტეს ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ. ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე. მართლმადიდებელ ეკლესიაში მახარებლის ხსენების დღეა — 16 (29) ნოემბერი და 30 ივნისი (13 ივლისი) [12 მოციქულის ხსენების დღე], ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში და სხვა დასავლურ ეკლესიებში — 21 სექტემბერი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათე მახარებელზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. მასზე ცნობები მხოლოდ ახალ აღთქმასა: მათეს სახარება (10:3), მარკოზის სახარება (3:18), ლუკას სახარება (6:15) და საქმე მოციქულთაში (1:13) გვხვდება. მარკოზის სახარებაში იგი მოხსენიებულია, როგორც ლევი ალფესი, რაც ალფესის ძეს ნიშნავს.

ვიკიციტატა
„და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.“
(მარკ. 2:14)

სახარების მიხედვით მათე მახარებელი მეზვერე (გადასახადების ამკრეფი) იყო. მას სტუმრობდა იესო ქრისტე კაპერნაუმში ყოფნის დროს, რის შემდეგაც მან დატოვა თავისი ოჯახი, ქონება და ქრისტეს მიმდევარი გახდა. სულთმოფენობის შემდეგ მათე მახარებელმა იქადაგა იერუსალიმში, მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, მიდიასა და ეთიოპიაში. მირმენაში ააშენა ტაძარი, სადაც ეპისკოპოსად თავისი მეგზური, პლატონი დაადგინა.

მათე მახარებლის სახარება, განსხვავებით იოანეს, ლუკას და მარკოზის სახარებებისაგან, ქრისტეს გენეალოგიის გადმოცემით იწყება და მასში ძირითადად საუბარია ქრისტეს ხორციელქმნასა და განკაცებაზე. ამ თავისებურების გამო მათე მახარებლის იკონოგრაფიული სიმბოლოა ფრთებიანი ყმაწვილი.

მათე მახარებელი მოწამეობრივად აღესრულა. X საუკუნეში წმინდანის ნაწილები სალერნოში საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 30.