მათე ვაწაძე
მათე ვაწაძე დანიურ „ორჰუსში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მათე ვაწაძე | ||
დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2008 | დინამო-2 თბ. | 53 | (21) |
2005–2010 | დინამო თბ. | 96 | (42) |
2011–2012 | ვოლგა ნნ | 20 | (1) |
2012 | დილა გორი | 15 | (13) |
2012–2016 | ორჰუსი | 75 | (29) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008–2010 | საქართველო 21 | 5 | (1) |
2009– | საქართველო | 15 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2014 |
მათე ვაწაძე (დ. 17 დეკემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვაწაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2005-2010 წლებში ჩაატარა 96 შეხვედრა და გაიტანა 42 გოლი. 2011 წელს გადავიდა რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“. რუსეთში თამაშისას გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სათამაშოდ, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ, თუმცა მან ვიზა ვერ მიიღო და ნაკრებს ვერ დაეხმარა[1]. ამის შემდეგ მათე სეზონის ბოლომდე თამაშობდა გორის „დილაში“, 2012 წლის 2 სექტემერს, ვაწაძემ გააფორმა 3 წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი „ორჰუსთან“.
„ორჰუსში“ გადასვლამდე, „დილას“ რიგებში ვაწაძემ ითამაშა ევროპის ლიგის 2012-2013 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც „მარიტიმუსთან“ დამარცხდა 2 მატჩიან ორთაბრძოლაში. ევროტურნირებზე ასევე ნათამაშები აქვს თბილისის „დინამოს“ რიგებში 2010-2011 და 2009-2010 წლის სეზონების საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2008/2009, 2009/2010
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2008/2009, 2011/2012
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2009/2010
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2008/09
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2009/2010
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ორჰუსის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2013-10-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)