მათარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათარა — პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც იკიდებენ ქამარზე. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მათარა ნატისაგან შეკერილი სამგზავრო სასმისია. იყენებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თუშები მათარას კოჩხოს უწოდებდნენ და მას მეცხვარეები ხმარობდნენ. მათარა ერქვა აგრეთვე ქამარზე დასაკიდ ტყავის ჭურჭელს, რომელსაც ამზადებდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანა ფეხის სადრეკის ტყავისგან. მათარა ამჟამად ხის, ლითონის ან მინისაა და მოთავსებულია ტყავის ან ქსოვილის ბუდეში. ქართლში მათარას უწოდებდნენ მარცვლეულისა და ხილის შესანახ ხის ქერქისგან დამზადებულ ჭურჭელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]