ლევან ყენია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან ყენია | ||
დაბადების თარიღი | 18 ოქტომბერი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სლავია პრაღა | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004-2005 | დინამო თბილისი | ||
2005-2007 | ლოკომოტივი თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2008 | ლოკომოტივი თბილისი | 19 | (4) |
2008 | შალკე 04 (დუბლები) | 2 | (0) |
2009-2012 | შალკე 04 | 11 | (0) |
2012-2013 | კარპატი ლვოვი | 20 | (3) |
2013-2014 | ფორტუნა დიუსელდორფი | 11 | (1) |
2014-17 | სლავია პრაღა | 31 | (1) |
2017 | ლოკომოტივი თბილისი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006 | საქართველო 17 წლ. | 2 | (0) |
2007-2008 | საქართველო 19 წლ. | 5 | (0) |
2008-2012 | საქართველო 21 წლ. | 5 | (1) |
2007- | საქართველო | 29 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2017. ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2017 |
ლევან ყენია (დ. 18 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ქართულ კლუბ „ლოკომოტივი თბილისი“-ის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
იგი არის „ფრაიბურგის“ ყოფილი ნახევარმცველის — გიორგი კიკნაძის დის შვილი.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყენია თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბ შალკე 04“-ში. ის „შალკე 04“-ს ოფიციალურად შეუერთდა 2008 წლის 4 იანვარს, ხოლო 2012 წლის ზაფხულში დატოვა ის. 2013 წლამდე ირიცხებოდა ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში, 2013 წლის ივლისიდან დიუსელდორფის „ფორტუნას“ რიგებში ჩაირიცხა.[1] 2013-2014 წლის სეზონში 15 ჩატარებულ მატჩი მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. სეზონის ბოლოს კლუბმა ლევანი ტრანსფერზე დააყენა. 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლამდე პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავდა. 2017 წლიდან თამაშობს თბილისის „ლოკომოტივში“.
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას, შეცვალა რა დავით სირაძე. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა აღნიშნა, მას ადრე არასოდეს უნახავს ლევან ყენიას ასაკის ფეხბურთელს ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდეს. ლევანმა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი გაიტანა 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ.[2] ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა 2013 წლის 23 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ, თემურ ქეცბაიას მას შემდეგ არ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების თავკაცად კახაბერ ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ლევან ყენია ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბუნდესლიგა მეორე ადგილი (1): 2009/2010
- გერმანიის თასის გამარჯვებული (1): 2010/2011
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2005/2006
- გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2011/2012
- გერმანიის სუპერთასის ფინალისტი (1): 2010/2011
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლევან ყენია“ ვიკისაწყობში.
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Der letzte Eurofighter sagt Tschüss: Schober, Sarpei und Kenia verabschiedet დაარქივებული 2012-05-01 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ↑ Lasha Chankvetadze (30 მაისი, 2008). „Estonia 1-1 Georgia“. Geofootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2008. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)