ლაშა დვალი
„სკონტოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლაშა დვალი | ||
დაბადების თარიღი | 14 მაისი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 1,91 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პოგონი | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001-2008 | საბურთალო | ||
2008-2012 | მეტალურგი-2 რუსთავი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013 | სკონტო რიგა | 3 | (0) |
2013- | რედინგი | 0 | (0) |
2013–2015 | → სკონტო რიგა (იჯარით) | 32 | (3) |
2014–2015 | → ქასიმფაშა (იჯარით) | 10 | (1) |
2015– | დუისბურგი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011-2012 | საქართველო 17 წლ. | 8 | (0) |
2012-2013 | საქართველო 19 წლ. | 9 | (0) |
2014- | საქართველო 21 წლ. | 3 | (0) |
2015- | საქართველო | 12 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015 |
ლაშა დვალი (დ. 14 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, შეცინის კლუბ „პოგონში“ მოასპარეზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. აგრეთვე გამოდის საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში.
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაშა დვალი დაიბადა 1995 წლის 14 მაისს თბილისში. 6 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა საბურთალოში შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან იბერია 2010-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის მეტალურგის დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან 3.5 წელი დაჰყო.[1]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური „რიდინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის „სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.[2]
2015 წლის 31 აგვისტოს 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგთან“.[3][4][5]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაშა დვალს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ გუნდებში: 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში.
საქართველოს ძირითად გუნდში დვალი პირველად 2014 წლის ოქტომბერში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან და გიბრალტართან გასვლითი მატჩების წინ. მან დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა,[6] გიბრალტართან კი მწვრთნელმა არ ათამაშა. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 29 მარტს შედგა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში (0-2), — მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მე-4 წუთზე ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილის ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.[7].
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვირსლიგა, მეორე ადგილი (1): 2013
- ლატვიის თასის ფინალისტი (1): 2013/2014
- ლატვიის სუპერთასის ფინალისტი (1): 2013
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა. „Sportall.ge“, 27-06-2013.
- ↑ ლაშა დვალი ქასიმფაშაში ითამაშებს
- ↑ Zebras verpflichten ablösefrei Abwehrspieler Lasha Dvali German. MSV Duisburg (31 აგვისტო 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2015.
- ↑ ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 31 აგვისტო, 2015.
- ↑ ლაში დვალი: ხუთჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ "დუისბურგი" ვარჩიე, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 1 სექტემბერი, 2015.
- ↑ საქართველოს ნაკრებს დაუშვილი გამოაკლდა და დვალი დაემატა. „მსოფლიო სპორტი“, 13.10.2014.
- ↑ საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის წინ. „Sportall.ge“, 29-03-2015