ლაელატუს ტყის მდელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაელატუს ტყის მდელო

ესტ. Laelatu puisniit

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
უახლოესი ქალაქი ჰააფსალუ, პიარნუმაა
კოორდინატები 58°35′01″ ჩ. გ. 23°34′11″ ა. გ. / 58.58361° ჩ. გ. 23.56972° ა. გ. / 58.58361; 23.56972

 

ლაელატუს ტყის მდელო ( ესტ. Laelatu puisniit ) — ტყის მდელო დასავლეთ ესტონეთში. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემონახულ ტყის მდელოს ჩრდილოეთ ევროპაში. მდელოს გააჩნია ყველაზე მდიდარი ფიტოცენოზი როგორც ესტონეთში, ასევე მთელ ჩრდილოეთ ევროპაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაელატუს ტყის მდელო მდებარეობს პიარნუმაას მაზრის ლიანერანას ვოლოსტის, სოფელ ვირსუდან ჩრდილო - აღმოსავლეთით 3 კილომეტრში. გარშემორტყმულია რამის და მიისას ყურეებით, კასელახტის და ჰაინლახტის ტბებით. შედის პუხტუ-ლაელატუს ნაკრძალის შემადგენლობაში და მდებარეობს მის ჩრდილოეთ ნაწილში. ტყიანი მდელოს ეკოსისტემის შესასწავლად ტერიტორიაზე მოქმედებს ლაელატუს ბიოლოგიური სადგური. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ტყიანი მდელოები დასავლეთ ესტონეთის ლანდშაფტის დამახასიათებელი ნიშანი იყო. მათი გაჩენისა და შენარჩუნების მთავარი წინაპირობაა რეგულარული სათიბი სამუშაოების ჩატარება, ბუჩქების გაკაფვა და სხვა შრომატევადი სამუშაოები. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების გამო ესტონეთში ტყიანი მდელოების რაოდენობამ თანდათანობით იკლო. [2]

ლაელატუს ბიოლოგიური სადგური, ფოტო გადაღებულია 2007 წლამდე

1961–1981 წლებში ლაელატუს ტყის მდელოზე მუდმივ კვლევით სამუშაოებს ატარებდა საბჭოთა ბოტანიკოსი კალიუ პორკი (1930–1981). მისი ინიციატივით ტყის მდელოს ტერიტორიაზე დაიწყო ბიოლოგიური სადგურის შენობის მშენებლობა, რომელსაც აშენებდა ადგილობრივი მეტყევე ელმარ ვესკერი 1982-1984 წლებში. სადგური ამუშავდა 1985 წელს. მას სათავეში ჩაუდგა ბიოლოგი და სემიოტიკოსი კალევი კული.

ექსპერიმენტი ტყე-მდელოს მცენარეთა თანამიმდევრობის შესასწავლად, რომელიც დაიწყო 1961 წელს, ითვლება ყველაზე ხანგრძლივ ბოტანიკურ კვლევად ესტონეთში და ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მსოფლიოში; ექსპერიმენტი გათვლილია საუკუნეებზე. [3] [4]

2015 წლის 2 ოქტომბერს ტარტუს უნივერსიტეტის ლაელატუს ბიოლოგიური სადგური გაიხსნა ძველი კვლევითი სადგურის ადგილას, რომელიც 2007 წელს დაიწვა. 2007-დან 2015 წლამდე ლაელატუში მხოლოდ საველე კვლევები ტარდებოდა. [5]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაელატუს ტყის მდელო საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა თივის დასამუშავებლად და მის ნაპირებზე პირუტყვის საძოვრად. ვინაიდან ის მდებარეობს დასავლეთ ესტონეთში, სადაც დედამიწის ზედაპირის დონე წელიწადში ერთ ნახევარი მილიმეტრით იზრდება, საუკუნეების განმავლობაში მისგან ზღვა მუდმივად უკან იხევდა. ლაელატუს ყველაზე მაღალი ადგილები შესაძლოა 2 000 წლის წინ ზღვის კუნძულებად ქცეულიყო. შესაძლებელია, რომ ასეთ ადგილებს თავიდანვე საზაფხულო საძოვრებად იყენებდბენ, რის გამოც, სავარაუდოდ, ლაელატუში თავიდანვე ტყიანი მდელოს ჩამოყალიბება დაიწყო და ნამდვილი ტყე იქ არასოდეს ყოფილა.

ლაელატუს ტყის მდელოზე 546 სახეობის სისხლძარღვოვანი მცენარე და 30-ზე მეტი სახეობის ხავსია. ადგილი გამორჩეულია მცენარეთა სიუხვით როგორც ესტონეთში, ასევე მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. ლაელატუს ტყის მდელოს ერთ კვადრატულ მეტრზე იზრდება 76-მდე მცენარეული სახეობა და ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი მეორე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ადგილს უთმობს მხოლოდ არგენტინის მოკლე ბალახოვანი მთის საძოვრებ (მცენარის 89 სახეობა 1 მ 2 -ზე). [6] [7] [8] ასევე აღსანიშნავია, რომ აქ იზრდება ესტონეთში ორქიდეის ყველა სახეობის 2/3.

საკვლევი ტერიტორია შედგება 12 მუდმივი ნაკვეთისაგან, თითოეულის ფართობია 300 მ2 . წლების განმავლობაში, ლაელატუს ბუნება შეისწავლა არაერთმა ესტონელმა და უცხოელმა ნატურალისტმა. ეს ადგილი შეიძლება ჩაითვალოს ესტონეთის ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ ტერიტორიად.

როგორც ესტონელმა ბოტანიკოსმა თომას კუკმა სამეცნიერო სტატიების კრებულში „Laelatu ajalugu ja loodus“ („ლაელატუს ისტორია და ბუნება“), რომელიც გამოქვეყნდა Maritima-ს მე-9 სერიაში 2013 წელს, აღნიშნა, ლაელატუს მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნება შემცირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. დაარქივებულია [{{{url}}} ორიგინალიდან] — 2021-05-20.
  2. Лесолуг в Лаэлату. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-20. ციტირების თარიღი: 2021-05-21
  3. Tiit Kändler. «Laelatu puisniit katab oma 2000. jõululaua.» დაარქივებული 2013-12-21 საიტზე Wayback Machine. , epl.delfi.ee, 19. detsember 2013.
  4. Raimu Hanson. (27.11.2013) Puisniidul sündis rekordkatse. ციტირების თარიღი: 2021-05-21
  5. Botaanika osakond. Laelatu bioloogiajaam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-14. ციტირების თარიღი: 2021-05-21
  6. Центр управления государственными лесами. (19.07.2018) RMK отдает на попечение полуприродные сообщества. ციტირების თარიღი: 2021-05-21
  7. Взглянем на природные рекорды Эстонии – часть XXIV (02.01.2020). ციტირების თარიღი: 2021-05-21
  8. Primack, Richard B.; Kuresoo, Rein; Sammul, Marek. Sissejuhatus looduskaitsebioloogiasse. — Tartu: Eesti Loodusfoto, 2008. — Lk. 49. — 416 lk. ISBN 9789985830895.