კიდეგანისმაღალი
კიდეგანისმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′27″ ჩ. გ. 44°50′10″ ა. გ. / 42.674222° ჩ. გ. 44.836139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 4275 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
პირველი ასვლა | 1936 |
კიდეგანისმაღალი[1][2] — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ახიელისწყლის, შანისა და ხანკოლის სათავეებში, საჯიხვისღელისა და სახარისღელის უღელტეხილებს შორის. წარმოადგენს კიდეგანის ქედის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე ზღვის დონიდან 4275 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთებზე მყინვარებია. ხასიათდება მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტით. კიდეგანისმაღალზე პირველად ავიდნენ 1936 წელს, მეორედ — 1943 წელს ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 504.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 92.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 55.