კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
კალაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | პერევისა |
კოორდინატები | 42°15′58″ ჩ. გ. 43°19′47″ ა. გ. / 42.26611° ჩ. გ. 43.32972° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
მოსახლეობა | 356[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
კალაური — სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში (პერევისის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი. ჭიათურიდან 6 კილომეტრი, ქუთაისიდან – 78 კმ., თბილისიდან – 188 კმ. სოფელში არის მანგანუმის საბადო.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 356 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 497 | 228 | 269 |
2014[1] | 356 | 181 | 175 |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. ტაძარი რესტავრირებულია.
სოფ. პერევისას საზღვარზე, არის ვერტიკალური კირქვული კედელი, სადაც წყალდიდობის დროს ჩანჩქერის სახით საკმაოდ მაღალი ნაკადი ჩამოედინება. კედლის სიმაღლე 50 მეტრს აღემატება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 493.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 49
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|