ირაკლი ციციშვილი (არქიტექტორი)
ირაკლი ციციშვილი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1918 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 2001 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე და ოფიცერი |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები |
|
ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1918 — გ. 4 მაისი, 2001) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), საბჭოთა კავშირის გმირი (1943), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1996).[1] თბილისის საპატიო მოქალაქე (1984).[2]. ქალიშვილი მაია ციციშვილი
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში.[3]
1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის, აგრეთვე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის (მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1943).[4]
1945 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ კათედრაზე; 1956 წლიდან კათედრის გამგე. მუშაობდა საქართველოს მეცნიერების აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1978 წლებში იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე;[5] 1978-1990 წლებში საქართველოს კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველოს უფროსი.
ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის უჯარმის კომპლექსი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია — „ქართული არქიტექტურის ისტორია“ (1955), ქართული არქიტექტურის საწყისები“ (1955, რუსულ ენაზე), „საქართველოს არქიტექტურა“ (1976), „უჯარმა“ (1982), „თბილისი — არქიტექტურული ძეგლები“ (გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე, 1985), „საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვა“ (1986), „ქართული ხელოვნების ისტორია“ (1985), „ქართული არქიტექტურის ძეგლები“ (ინგლისურ, რუსულ ენებზე, 1986) და სხვა.[6]
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VIII, IX და XI მოწვევების დეპუტატი. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1994).
გარდაიცვალა 2001 წლის 4 მაისს, თბილისში, 82 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[7] 2016 წლის დეკემბერში, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის N5-ში დაიდგა ირაკლი ციციშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია მოქანდაკე გურამ ნიკოლაძე.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (1995) ქართული ხელოვნების ისტორია. თბილისი: ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გვ. 160.
- (1986) კულტურის ძეგლთა დაცვა საქართველოში. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, გვ. 112.
- (1982) უჯარმა (არქიტექტურული თვალსაზრისით). თბილისი: „ხელოვნება“, გვ. 67.
- (1977) სათეატრო შენობები. თბილისი: „ხელოვნება“, გვ. 50.
- (1976) კაპიტალური მშენებლობა. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, გვ. 48.
- (1961) სოციალისტური არქიტექტურული სტილი. თბილისი: „საქ. სსრ პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრც. საზ-ბა.“, გვ. 32.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 949-950, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 236.
- „ვინ ვინაა საქართველოში“, გვ. 384, თბ., 1998-1999 წლები
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირაკლი ციციშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ციციშვილი — Герои страны (რუსული)
- ირაკლი ციციშვილი — Planeta.ge
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ირაკლი ციციშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის საიტი. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.?
- ↑ ЦИЦИШВИЛИ: ГЕРОЙ БИТВЫ ЗАДНЕПР. Maxpark.com (5 მარტი, 2015). ციტირების თარიღი: 18 ოქტობერი, 2019.
- ↑ საინტერესო ფაქტები ცნობილ ქართველებზე. Reportiori.ge (3 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ირაკლი ციციშვილი: ფოტოპორტრეტი. თსუ-ს ბიბლიოთეკის კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-18. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ირაკლი ციციშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Цицишвили, Ираклий Николаевич. „Герои страны“. ციტირების თარიღი: 18 ოქტობერი, 2019.
- დაბადებული 17 დეკემბერი
- დაბადებული 1918
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 4 მაისი
- გარდაცვლილი 2001
- საბჭოთა კავშირის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- ქართველი არქიტექტორები
- ქართველი ხელოვნებათმცოდნეები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1984)
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ციციშვილები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში