ირაკლი დვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი კონდრატეს ძე დვალი (დ. 14 აგვისტო, 1928, ამბროლაური) — ქართველი ინჟინერ-მექანიზატორი. ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (2004), პროფესორი (1995), საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი (1969).

1949 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1949–1981 წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1981 წელს დვალის ინიციატივით დაარსდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პრესის რესპუბლიკური ცენტრი, რომლის დირექტორი იყო 1997 წლამდე. 1997–2001 წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა მექანიზაციის საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსავლის აღების კომპლექსური მექანიზაცია, თბ., 1955.
  • მცირე მექანიზაციის საშუალებები სოფლის მეურნეობაში, თბ., 1985.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]