ირაკლი აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი აბესაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

თბილისის მერის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2013 – 2014
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული11 ივნისი, 1982 (1982-06-11) (41 წლის)
სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი)
ევროპული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი აბესაძე (დ. 11 ივნისი, 1982) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1982 წლის 11 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2004 წლებში იყო შპს „სამგორი ჯგუფის“ იურისტის თანაშემწე. 2004 წელს — თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე. 2005-2007 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. 2008 წელს — თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში იყო თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო თბილისის მერის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]