ივანე გორგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგიძე.

ივანე ალექსის ძე გორგიძე (დ. 12 ივნისი, 1942, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2020, თბილისი) — ქართველი მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1990), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1992), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1965–1967 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, 1967–1971 — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში. 1978 წლიდან არის მისივე თაოსნობით შექმნილი ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. გორგიძის სამეცნიერო შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგებასა და მართვას. არის აქტექტურული სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Совершенствование планирования в активных системах, Тб., 1985;
  • Методы повышения эффективности и качества функционирования автоматизированных информационно- управляющих систем, М., 2001 (თანაავტ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]