იეგუდიელი (ტაბატაძე)
(გადამისამართდა გვერდიდან იეგუდიელი (მეუფე))
იეგუდიელი | |
---|---|
სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი | |
მეუფე იეგუდიელი | |
პროვინცია | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
ეპარქია | სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია |
ეკლესია | ქართული მართლმადიდებლური ეკლესია |
ინთრონიზაცია | 2004 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე |
დაბადების თარიღი | 30 იანვარი 1964 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ერისკაცობაში — გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე; დ. 30 იანვარი 1964, ზედა ბერეთისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
1987 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. 1997 წელს დიდმარხვის I კვირას ბერად აღიკვეცა; 1998 წლის 13 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1998 წლის 10 ნოემბერს — მღვდლად. 2000 წლის 16 ივლისს გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარში სიყვარულის დღესასწაულზე ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 ივლისს, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2004 წლის 28 აგვისტოს ეპისკოპოსად აკურთხეს, 2009 წლის 24 ნოემბერს კი მთავარეპისკოპოსად.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იეგუდიელი — სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი დაარქივებული 2018-05-15 საიტზე Wayback Machine.
|