შინაარსზე გადასვლა

იაზონის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაზონის მღვიმე
კოორდინატები: 42°16′02″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ. / 42.267361° ჩ. გ. 42.729972° ა. გ. / 42.267361; 42.729972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქუთაისი
აბსოლუტური სიმაღლე 75 მ
შეფარდებითი სიმაღლე 6 მ
სიგრძე 40 მ
ამგებელი ქანები კირქვა
ჰავა დინამიური
იაზონის მღვიმე — საქართველო
იაზონის მღვიმე
იაზონის მღვიმე — იმერეთის მხარე
იაზონის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

იაზონის მღვიმე, წყალწითელას მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ გოდოგანის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში,[1] ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე. აღმავალი დახშული მღვიმეა. სიგრძე 40 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ქიმიური ნალექებით ღარიბია. გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგნატები და სტალაგმიტები. მექანიკურიდან კლასტური მასალა. შუა ადგილას ლამი და ტალახია.[2] არის კულტურული ნაფენები. 10 მ-ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ-დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ-მდე დაბლდება. ბოლოში ლამიანი ჩამონაშალითაა გადაკეტილი. ჰავა დინამიურია, მშრალი. ჭერიდან წვეთავს. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. წინა ნაწილში ხარობს სინათლის მოყვარული ბალახეული მცენარეები, სოკოები, მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები, ათფეხიანები, მწერები და სხვა. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს, რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.[3] იაზონის მღვიმე ბუნების ძეგლია.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 157.
  2. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
  3. ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
  4. დაცული ტერიტორიების სააგენტო | იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი