შინაარსზე გადასვლა

თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა — მსუბუქი მრეწველობის საწარმო თბილისში (კახეთის გზატკეცილი №65). ამუშავდა 1972 წელს. სპეციალიზებული იყო მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის წარმოებაზე. საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 500 ათას წყვილ ფეხსაცმელს წელიწადში. მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე შემოტანილ ნედლეულზე. მზა პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში. 1996 წელს ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდები სააქციო საზოგადოებად. 2003 წლიდან საწარმო პროფილით აღარ ფუნქციონირებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]