ზურიკო დავითაშვილი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 15 თებერვალი, 2001 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბორდო | ||
ნომერი | 30 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2013–2017 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2018 | დინამო თბ. | 6 | (0) |
2018–2019 | ლოკომოტივი თბ. | 29 | (3) |
2019–2020 | რუბინი | 28 | (2) |
2020–2021 | → როტორი | 20 | (0) |
2021–2022 | არსენალი ტულა | 20 | (3) |
2022–2023 | დინამო ბათუმი | 14 | (6) |
2022–2023 | → ბორდო | 30 | (5) |
2023– | ბორდო | 34 | (6) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016–2018 | საქართველო 17-წლ. | 12 | (7) |
2017–2018 | საქართველო 19-წლ. | 9 | (4) |
2019–2023 | საქართველო 21-წლ. | 5 | (1) |
2019– | საქართველო | 34 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024 |
ზურიკო დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი.[1]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.
თბილისის „ლოკომოტივი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.[2]
იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.[3]
2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება ყაზანის „რუბინთან“ გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[4]
ყაზანის „რუბინი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.
რუსეთის პირველობის ფარგლებში „რუბინის“ მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.
„როტორი“ და „არსენალი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს, მისი კონტრაქტი „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.
ბათუმის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ზღვისპირელთა რიგებში ზურიკოს დებიუტი ჰქონდა იმავე წლის აპრილში, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, როდესაც ირაკლი ბიძინაშვილი შეცვალა და მინდორზე 26 წუთს დაჰყო. დავითაშვილის სადებიუტო შეხვედრა ბათუმელთა რიგებში მათივე გამარჯვებით 5–2 დასრულდა.[5]
ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
„ბორდო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.
2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „ბორდოს“ გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.[6][7]
22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში „გენგამის“ წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.[8]
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.[9]
2022–23 წლების სეზონის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.[10][11]
26 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერების მიზნით ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე ჟერემი ლივოლანის ნაცვლად შეუშვა. ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.[12][13]
28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.[14][15]
4 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბასტიამ“ „ბორდოს“ უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა — 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ჟირონდელთა სასტარტო თერთმეტეულში ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა. ასევე, მეორე ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა, რომელსაც პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.[16][17]
11 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ“ შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.[18]
25 ნოემბერს, „ბორდომ“ მე-15 ტურის მატჩში სტუმრად „პარიზი“ დაამარცხა — 2–1. ჟირონდელებმა ანგირიში მალევე გახსნეს, უკვე მე-7 წუთზე გაეტან ვაისბეკმა შეაგდო. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მე-12 წუთზე ილან კებალმა გამოიჩინა თავი. გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა 92-ე წუთზე გაიტანეს. მატჩის გმირი იოან ბარბე გახდა. ზურიკო დავითაშვლმა ბორდოელთა შემადგენლობაში მინდორზე 85 წუთს დაჰყო და საკმაოდ აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში ჩინებული პასი მისცა ალბერ ტელისს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო. ამ შეხვედრის შემდეგ „ბორდო“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილზე დამკვიდრდა.[19][20]
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 12 შეხვედრაში ზურიკომ 7 გოლი შეაგდო.
მან ასევე, მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. სულ 2021 წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის, ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.
2023 წელს ათჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და აქედან რვაჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. მეორე პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.[21][22][კომ. 1]
საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 11 ნოემბერი, 2023
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბილისი | 2017 | საქართველოს ეროვნული ლიგა |
6 | 0 | — | — | 6 | 0 | ||
ლოკომოტივი თბილისი |
2018 | 19 | 3 | — | — | 19 | 3 | |||
2019 | 10 | 0 | — | — | 10 | 0 | ||||
სულ | 29 | 3 | 0 | 0 | — | 29 | 3 | |||
რუბინი ყაზანი | 2019–20 | რუსეთის პრემიერლიგა |
26 | 2 | — | — | 26 | 2 | ||
2020–21 | 2 | 0 | — | — | 2 | 0 | ||||
სულ | 28 | 2 | 0 | 0 | — | 28 | 2 | |||
როტორი → | 2020–21 | რუსეთის პრემიერლიგა |
20 | 0 | — | — | 20 | 0 | ||
არსენალი ტულა | 2021–22 | 20 | 3 | 3 | 1 | — | 23 | 4 | ||
დინამო ბათუმი | 2022 | ეროვნული ლიგა | 14 | 6 | — | 4[ა] | 1 | 18 | 7 | |
ბორდო | 2022–23 | საფრანგეთის ლიგა 2 |
30 | 5 | 2 | 1 | — | 32 | 6 | |
2023–24 | 14 | 1 | — | — | 14 | 1 | ||||
სულ | 44 | 6 | 2 | 1 | — | 46 | 7 | |||
სულ ჯამში | 161 | 20 | 5 | 2 | 4 | 1 | 170 | 23 |
- ↑ ორი მატჩი და ერთი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ორი მატჩი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე
სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2019 | 2 | 0 |
2020 | 4 | 0 | |
2021 | 8 | 2 | |
2022 | 8 | 1 | |
2023 | 10 | 3 | |
2024 | 2 | 0 | |
ჯამში | 34 | 6 |
სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 05.09.2019 | სტამბოლი | სამხრეთი კორეა | 2–2 | საქართველო | ამხანაგური | 73' | [23] | |
2 | 15.11.2019 | სანქტ-გალენი | შვეიცარია | 1–0 | საქართველო | ევრ. შეს. | 85' | [24] | |
3 | 08.09.2020 | თბილისი | საქართველო | 1–1 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | [25] | ||
4 | 12.11.2020 | თბილისი | საქართველო | 0–1 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | 90+2' | [26] | |
5 | 15.11.2020 | თბილისი | საქართველო | 1–2 | სომხეთი | ერთა ლიგა | 56' | [27] | |
6 | 18.11.2020 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ესტონეთი | ერთა ლიგა | 66' | [28] | |
7 | 06.06.2021 | ენსხედე | ნიდერლანდები | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | 46' | [29] | |
8 | 02.09.2021 | თბილისი | საქართველო | 0–1 | კოსოვო | მსოფ. შეს. | 77' | [30] | |
9 | 05.09.2021 | ბადახოსი | ესპანეთი | 4–0 | საქართველო | მსოფ. შეს. | 69' | [31] | |
10 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | 77' | 59' | [32] |
11 | 09.10.2021 | ბათუმი | საქართველო | 0–2 | საბერძნეთი | მსოფ. შეს. | 90' | [33] | |
12 | 12.10.2021 | პრიშტინა | კოსოვო | 1–2 | საქართველო | მსოფ. შეს. | 82' | 72' | [34] |
13 | 11.11.2021 | ბათუმი | საქართველო | 2–0 | შვედეთი | მსოფ. შეს. | 70' | [35] | |
14 | 15.11.2021 | გორი | საქართველო | 1–0 | უზბეკეთი | ამხანაგური | 61' | [36] | |
15 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0–1 | საქართველო | ამხანაგური | 75' | [37] | |
16 | 29.03.2022 | ტირანა | ალბანეთი | 0–0 | საქართველო | ამხანაგური | 75' | [38] | |
17 | 05.06.2022 | რაზგრადი | ბულგარეთი | 2–5 | საქართველო | ერთა ლიგა | 4' | 74' | [39][40] |
18 | 09.06.2022 | სკოპიე | ჩრდ. მაკედონია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | 71' | [41][42] | |
19 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ბულგარეთი | ერთა ლიგა | 63' | [43] | |
20 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | 78' | [44] | |
21 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 61' | [45] | |
22 | 17.11.2022 | შარჯა | მაროკო | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | 62' | [46] | |
23 | 25.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 6–1 | მონღოლეთი | ამხანაგური | 64' | [47] | |
24 | 28.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 1–1 | ნორვეგია | ევრ. შეს. | 59' | [48] | |
25 | 17.06.2023 | ლარნაკა | კვიპროსი | 1–2 | საქართველო | ევრ. შეს. | 84' | 74' | [49] |
26 | 20.06.2023 | გლაზგო | შოტლანდია | 2–0 | საქართველო | ევრ. შეს. | 64' | [50] | |
27 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო | 1–7 | ესპანეთი | ევრ. შეს. | 46' | [51] | |
28 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია | 2–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 67' | [52] | |
29 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო | 8–0 | ტაილანდი | ამხანაგური | 9', 43' | 46' | [53] |
30 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო | 4–0 | კვიპროსი | ევრ. შეს. | 71' | [54] | |
31 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო | 2–2 | შოტლანდია | ევრ. შეს. | 79' | [55] | |
32 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 60' | [56] | |
33 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ლუქსემბურგი | ევრ. შეს. | 77' | [57] | |
34 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო | 0–0 | საბერძნეთი | ევრ. შეს. | 104'[ა] | [58] |
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟია. თბილისის „ლოკომოტივის“ გარდა სულიკო დავითაშვილი ასევე თამაშობდა თბილისის „მერანში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და თბილისის „ამერში“. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 2002 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს თასი, ამას გარდა კიდევ ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ამჯერად უკვე თბილისის „ამერის“ შემადგენლობაში — 2006 და 2007 წლებში. 2002 და 2004 წლებში სულიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდს და გუნდის აკადემიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ავტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით „ლოკომოტივის“ აკადემიის გუნდმა წაუგებლად ჩაატარა 19-წლამდელთა ლიგის B ჯგუფი, შემდეგ კი ოქროს ლიგა და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. 2018 წელს მისმა გუნდმა 28 შეხვედრაში 139 გოლი გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.[4]
2023 წლის ნოემბერში ზურიკო დავითაშვილს და მის მეუღლეს მია გზირიშვილს ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა პირველ შვილს დათი დაარქვეს.[59]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალისტი: 2017[60]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2017[61]
- საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2018[62]
- საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[63]
- თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[4]
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მამულაშვილი, მერაბ. საუკეთესონი რკინიგზაში // „ლელო“, 3 იანვარი, 2019, № 001 (15506), გვ. 3.
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2020 წლის თებერვალში უეფამ თავისივე საიტის რეპორტიორთა მიერ შედგენილი 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეისონ გრინვუდი, „არსენალის“ გაბრიელ მარტინელი, „ბარსელონას“ ანსუ ფატი და სხვები.[64]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურიკო დავითაშვილი — საქართველოს ეროვნული ლიგის საიტზე
- ზურიკო დავითაშვილი — სკ „რუბინის“ საიტზე
- ზურიკო დავითაშვილი — რუსეთის პრემიერლიგის საიტზე
თემატური საიტები |
---|
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA |
მედია |
---|
„პრაიმ თაიმი“ · „სარბიელი“ · 1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge · WorldSport.ge |
კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა
- ↑ ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“
- ↑ Next Generation 2018: 60 of the best young talents in world football
- ↑ 4.0 4.1 4.2 საუკეთესონი რკინიგზაში // „ლელო“, 03.01.2019, № 001, გვ. 3.
- ↑ ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
- ↑ დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია
- ↑ ფრანგული გამოცემა: „დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა“
- ↑ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- ↑ „დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს“
- ↑ Zuriko, bordelais jusqu’en 2027! // girondins.com
- ↑ ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით // „სარბიელი“
- ↑ Guingamp 0–0 Bordeaux / Stade du Roudourou // soccerway
- ↑ დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა
- ↑ Bordeaux 2–2 Rodez / Stade Matmut-Atlantique // soccerway
- ↑ დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა
- ↑ Bastia 3–1 Bordeaux / Stade Armand-Césari // soccerway
- ↑ ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს — „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა
- ↑ ზურიკოს მესამე საგოლე პასი — „ბორდომ“ ცუდი სერია დაასრულა
- ↑ Paris 1–2 Bordeaux / Stade Charléty // soccerway
- ↑ „ბორდომ“ მოიგო, დავითაშვილმა 85 წუთი ითამაშა
- ↑ მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-27. ციტირების თარიღი: 2024-04-01.
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
- ↑ Korea Republic 2–2 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Switzerland 1–0 Georgia / UEFA European Championship Qualifiers
- ↑ Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Georgia 0–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Georgia 1–2 Armenia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Georgia 0–0 Estonia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Netherlands 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
- ↑ Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
- ↑ Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
- ↑ Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
- ↑ Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
- ↑ Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies // soccerway
- ↑ Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Albania 0–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
- ↑ Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Morocco 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 6–1 Mongolia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Georgia 8–0 Thailand / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024 // soccerway
- ↑ Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers // soccerway
- ↑ ზუკა დავითაშვილი მამა გახდა // primetime.ge
- ↑ President Cup 2017 // atozwiki.com
- ↑ Определены лучшие игроки Кубка Президента Р // kff.kz
- ↑ GFF AWARDS 2018 - გამარჯვებულები
- ↑ სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
- ↑ დავითაშვილი უეფამ დააფასა // „სარბიელი“
- დაბადებული 15 თებერვალი
- დაბადებული 2001
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ყაზანის რუბინის ფეხბურთელები
- ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელები
- ლიგა 2-ის ფეხბურთელები
- ბორდოს ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები