ზემო ანგარა (რუს.Верхняя Ангара) — მდინარე რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. სათავე აქვს ბაიკალ-ვიტიმის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ერთვის ბაიკალის ტბას. სიგრძე 452 კმ. აუზის ფართობი 21 400 კმ². ზემო დინებაში მიედინება უმეტესწილად ვიწრო ხეობაში, სადაც ჭორომებს ქმნის. ქვემო დინებაში ფართოდ დაჭაობებულ ხეობაში იშლება. საზრდოობა შერეულია. ჭარბობს წვიმის და მიწისქვეშა წყალი. ოქტომბრის ბოლოს იყინება. წყლის საშუალო ხარჯი 265 მ³/წმ. ზამთარში შესართავში ფიქსირდება წყლის მინიმალური ხარჯი — 45 მ³/წმ. სანაოსნოა.