ზაზა ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა ჯანაშია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზაზა ზურაბის ძე ჯანაშია
დაბადების
თარიღი
10 თებერვალი, 1976
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1993 ოდიში ზუგდიდი 59 (13)
1993–1994 შევარდენი-1906 30 (14)
1994–1995 სამტრედია 23 (17)
1996–2001 ლოკომოტივი მოსკოვი 145 (33)
2002 ლოკომოტივი თბილისი 22 (6)
2003 კოჩაელისპორი 3 (0)
2004 ბალტიკა 12 (3)
სულ 294 (86)
ეროვნული ნაკრები
1997–2001 საქართველო 9 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზაზა ჯანაშია (დ. 10 თებერვალი, 1976, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1999 წელს გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. 1997–2001 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 30 აგვისტოს ზუგდიდის „ოდიშის“ რიგებში თამაშისას, 15 წლის ჯანაშიამ გოლი გაუტანა ვანის „სულორს“. ამით ის გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელთაც რეკორდულად მცირე ასაკში აქვთ გოლი გატანილი.

საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, როდესაც ამ კლუბს წვრთნიდა იური სიომინი. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული. „ლოკომოტივში“ თამაშის დროს, 1999 წელს ჯანაშია გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. კარიერა დაასრულა 2004 წელს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წლის 7 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ჯანაშია შეხვედრის 84-ე წუთზე თემურ ქეცბაიას ნაცლად შემოვიდა მოედანზე. მატჩი ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბურთები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.[1] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც ჯანაშიამ 1997 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, თბილისში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1998 წლის 30 მაისს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[2]

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 2001 წლის 28 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[3]

საერთო ჯამში, 1997–2001 წლებში ჩატარებულ ცხრა სანაკრებო შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა: რუსეთის, სლოვენიის, ნორვეგიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა კარებში.[4]

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
1997 1 0
1998 2 1
1999 2 2
2000 3 1
2001 1 0
ჯამში 9 4

სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 07.06.1997 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 მოლდოვის დროშა მოლდოვა მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 84 წუთი 84' [5]
2 30.05.1998 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 რუსეთის დროშა რუსეთი ამხანაგური გოლი 19' შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71' [6]
3 05.09.1998 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 ალბანეთის დროშა ალბანეთი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 54 წუთი 54'Booked after 80'Booked againწითელი ბარათი after 80' 80' [7]
4 27.03.1999 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 სლოვენიის დროშა სლოვენია ევრ. შეს. გოლი 42' [8]
5 28.04.1999 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–4 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ევრ. შეს. გოლი 57' [9]
6 02.02.2000 ლარნაკა სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა 0–2 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 55 წუთის შემდეგ 55'[ა] [10]
7 04.02.2000 ლარნაკა რუმინეთი რუმინეთის დროშა 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[ბ] [11]
8 06.02.2000 ლარნაკა საქართველო საქართველოს დროშა 2–1 სომხეთის დროშა სომხეთი ამხანაგური გოლი 7' შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'[გ] [12]
9 28.03.2001 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–2 რუმინეთის დროშა რუმინეთი მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 52 წუთი 52' [13]
  1. კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი
  2. კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი
  3. კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის დროშა ლოკომოტივი მოსკოვი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს წლის ფეხბურთელი: 1999
  • საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი „სარბიელის“ ვერსიით: 1998–99[14]
  • რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში: 1998 (№2), 1999 (№2)
  • მოსკოვის „ლოკომოტივის“ საუკეთესო ბომბარდირი: 1998 (ა. ბოროდიუკთან ერთად)

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის თებერვალში მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა შეადგინეს გუნდის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც თითო ქვეყნიდან მხოლოდ თითო ფეხბურთელი მოხვდა. ქართველთაგან ეს პატივი ზაზა ჯანაშიას ერგო, ვინც 1996–2001 წლებში თამაშობდა ამ კლუბში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყველა დროის ლეგიონერებს შორის.[15]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Transfermarkt · TFF · UEFA
მედია
1tv.ge · Lelo.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]