ვლადიმერ მერკვილაძე
ვლადიმერ მერკვილაძე (დ. 25 დეკემბერი, 1919, ზემო ჭყეპი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. უცნობია) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1978).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1946 წელს სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტსკოლა, 1959 წელს სკკპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. 1946-1961 წლებში იყო პარტიულ თანამდებობებზე. 1961-1970 წლებში საქართველოს ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი. 1970-წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკკპ ისტორიის კათედრის პროფესორი.
იკვლევდა კომუნისტური პარტიის ეროვნული პოლიტიკური საბჭოს, ეროვნულ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და სკკპ ქართული საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის ისტორიის, სახელმწიფოთმცოდნეობის თეორიისა და პრაქტიკის აქტიურ პრობლემებს და სხვა. ავტორია ნაშრომისა „ინტერნაციონალიზმი“ (1977).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 589-590.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 25 დეკემბერი
- დაბადებული 1919
- პიროვნებები გაურკვეველი გარდაცვალების თარიღით
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები
- ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ისტორიკოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- მერკვილაძეები