ვალიკო მაზმიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალიკო მაზმიშვილი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1926
ყარაღაჯი, გორის მაზრა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 21 ივნისი, 2012 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეთნიკურად ქართველი
საქმიანობა მსახიობი
წოდება საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ვალერიან (ვალიკო) მაზმიშვილი (დ. 10 მარტი, 1926, სოფ. ყარაღაჯი, ახლანდ. თელიანი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). ღირსების ორდენის კავალერი (1998).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის კიროვის ქარხანასთან არსებული მე-6 სახელოსნო საშუალო სასწავლებელი.

მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში (1943-1945), მესხეთის (1945-1948), მარჯანიშვილის (1948-1950), გორის (1950-1956), თბილისის სანკულტურის (1956-1967), მოზარდ მაყურებელთა (1967) თეატრებში.

შესრულებული როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისრაფილ ხანი (დ. ერისთავის „სამშობლო“)
  • პოლკოვნიკი (აკ. კერესელიძის „მზვერავები“)
  • ლევანი (ვ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“)
  • შალვა (გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგი“)
  • სადგურის უფროსი (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“)
  • მოურავი, ვანო ფანტიაშვილი (ავქ. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ხანუმა“)
  • ვალი (უ. აჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), გოდერძი (ს. მთვარაძის „სახსოვარი“)
  • ოთარი (ლ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძლობა“)
  • გობრონი (კ. კალაძის „სოფლის საამო საღამოები“)
  • ბრიგელა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“)
  • სარგის მთოგველი (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“) და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. N 5. გვ. 13.