ეფრემ მუსხელიშვილი
ეფრემ სოლომონის ძე მუსხელიშვილი (მუსხელოვი; გ. 26 დეკემბერი, 1852 — გ. 27 მაისი, 1920) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1912).
თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1869 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელთა დივიზიის 34-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, პენსიითა და მუნდირის ტარების უფლებით.
დაჯილოდებული იყო წმ. ანას IV (1878), III (1878) და II (1906), წმ. სტანისლავის III (1878) და II (1905), წმ. ვლადიმერის III (1905) და წმ. გიორგის IV (1905) ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ (1905). გამოქვეყნებული ჰქონდა მოგონებები თურქეთთან ომის შესახებ.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Мусхелов Е. С. Воспоминания геллявердинца о войне 1877—1878 гг. (Рассказ о походе 156-го пехотного Елисаветпольского полка.) — СПб., 1887.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Гогитидзе М. Д. Военная элита Кавказа. Генералы и адмиралы из Грузии. — Тбилиси, 2007. — С. 198.
- დაბადებული 26 დეკემბერი
- დაბადებული 1852
- გარდაცვლილი 27 მაისი
- გარდაცვლილი 1920
- ქართველი გენერლები
- რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- მუსხელიშვილები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები