ერევნის კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის კარიბჭე
აზერ. İrəvan qapısı

ირევანის კარიბჭე XX საუკუნის დასაწყისში
მდებარეობა შუშა, აზერბაიჯანი
ტიპი ციხე
სტილი არანის არქიტექტურის სკოლა
თარიღდება XVIII საუკუნე


ირევანის კარიბჭე[1] ან ხალფალის კარი[2] (აზერ. İrəvan qapısı və ya Xəlfəli qapısı) — შუშას ციხის სამი მთავარი კარიბჭიდან ერთ-ერთია და ციხის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ციხის დანარჩენი ორი კარიბჭე არის განჯის და აღოღლანის კარიბჭეები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუშას ციხეს სამი მთავარი კარიბჭე ჰქონდა: განჯის, ირევანის და აღოღლანის კარიბჭები. სამივე კარიბჭის სახელები ხშირად მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და ისინი ასევე მოხსენიებულია შუშას XIX საუკუნის ყველა გენერალურ გეგმაში.[3] მაგალითად, 1871 წელს გამოცემული გაზეთ „კავკაზის“ 25-ე ნომერში წერია: „აბიხის ბარომეტრიული გაზომვების მიხედვით, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მდებარეობს აღოღლანისა და ელიზავეტპოლის კარიბჭე, 3886 ფუტის სიმაღლეზე, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში მდებარეობს კლდე, რომელსაც „შუშას კლდეს“ ეძახიან და სადაც ირევანის კარიბჭე დგას, რომელიც 4705 ფუტი სიმაღლისაა“.[4] ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იან წლებში ამ კარებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუშას სოციალურ ცხოვრებაში. ამას გაზეთ „ილუსტრაციაში“ დაბეჭდილი სტატია ადასტურებს. სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, აღოღლანისა და ირევანის კარი გამიზნული იყო წარმოჩენილი პიროვნებებისა და ტვირთების გადასაადგილებლად, ხოლო განჯის კარი ურმების გასავლელად.[5] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო აღნიშნავს ციხის გალავნის მეოთხე კედლის არსებობას, მისი მდებარეობა და სახელწოდება დადგენილი არ არის.[6]

ფანაჰალი ხანის დროს აშენებულ ციხის კარიბჭეს XVIII საუკუნიდან ეწოდებოდა ირევანის კარი ან ხალფალის კარი. ამ კარიბჭიდან გზა ქალაქ შუშას სოფელ ხალფალთან და ქალაქ ირევანთან აკავშირებდა.[7] ირევანის კარი, ისევე როგორც შუშის ციხის დანარჩენი ორი კარი, მოხსენიებულია XIX საუკუნეში შედგენილ შუშას ყველა გენერალურ გეგმაში.[8]

არქიტექტურული მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევნის კარიბჭის გეგმა

განჯის კარიბჭისგან განსხვავებით, ირევანის კარი უფრო ტრადიციულ სტილშია წარმოჩენილი. კარიბჭე თაღოვანი თაღითაა გამაგრებულია ორივე მხრიდან სიმეტრიულად განლაგებული ორსართულიანი საბრძოლო კოშკებით.[8]

იმის გამო, რომ ირევანის კარიბჭე მდებარეობს ქალაქის გალავნის დასავლეთ ნაწილში და ციხის კოშკების ათვლა იწყება დასავლეთიდან, ეს კოშკები მითითებულია 1 და 2 ნომრებით შუშას ნახატებსა და გენერალურ გეგმებში მე-19 საუკუნეში.[8] მიუხედავად იმისა, რომ ირავანის კარიბჭემ ჩვენს დრომდე დანგრეულ მდგომარეობაში მოაღწია, სარა აშურბეილი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შუშაში კვლევებს აწარმოებდა, ამბობს, რომ კარიბჭის თაღებს აკვირდებოდა.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nersesov (Qarabaği), Mirzə Yusif (2006). Tarixi-Safi, Qarabağnamələr. II kitab, Bakı: Şərq-Qərb nəşriyyatı, გვ. 35. 
  2. Baharlı (1888) Əhvalati-Qarabağ, E. Avalov, 34-də istinad edir. 
  3. Авалов, Э. В. (1972). „О некоторых особенностях архитектуры оборонительных сооружений Шуши“. Изв. АН Азерб. ССР сер. Лит. Яз. и Иск. (№ 2). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  4. „Кавказ, Тифлис“ (№ 25). 1871. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. (1861) Очерки Закавказья. «Иллюстрация», т. VII. СПб.-М., გვ. 257. 
  6. Nersesov (Qarabaği), Mirzə Yusif (2006). Tarixi-Safi, Qarabağnamələr. II kitab, Bakı: Şərq-Qərb nəşriyyatı, გვ. 35. 
  7. Авалов 1977, p. 34
  8. 8.0 8.1 8.2 Авалов 1977, p. 35
  9. Ашурбейли, С. (1934). Архитектура Шуши и ее ближащих окрестностей. Баку, გვ. 12.