ენ კეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენ კეისი (Anne Catherine Case, Lady Deaton; დ. 1958 წლის 27 ივლისს) - ამერიკელი ეკონომისტი, ფილოსოფიის დოქტორი (1988), პრინსტონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2017 [1] ), მეცნიერებათა ეროვნული აკადემისა (2020 [2] ) და აშშ მედიცინის აკადემია (2017 [3] ) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარჩინებით დაამთავრა ოლბანის ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი, 1980). 1983 წელს კეისმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ურთიერთობებში პრინსტონის უნივერსიტეტისგან, 1988 წელს კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 1988-1991 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა. 1990 წელს იგი დაბრუნდა პრინსტონის უნივერსიტეტში: ასისტენტ-პროფესორის, ხოლო 1997 წლიდან კი ეკონომიკისა და პოლიტიკის პროფესორის რანგში.

იყო Journal of Development Economics რედაქტორი. თანამშრომლობდა კრისტინა პაქსთან.

ენ კეისი არის ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2017). ეკონომეტრიკული საზოგადოების ფელო (2009).

1997 წლიდან დაქორწინებულია ანგუს დიტონზე, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატზე ეკონომიკაში.

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Distinguished Alumni Award ოლბანის უნივერსიტეტის (2009)
  • President’s Award for Distinguished Teaching პრინსტონის უნივერსიეტის (2011)
  • Cozzarelli Prize (2015)
  • Franklin Founders' Award (2017)
  • საპატიო დოქტორი Frederick S. Pardee RAND Graduate School[en] (2018)
  • 2019 წელს მეუღლესთან ერთად დასახელდა Prospect Magazine მიერ World's Top 50 Thinkers სიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Newly Elected - April 2017 | American Philosophical Society
  2. 2020 NAS Election
  3. National Academy of Medicine Elects 80 New Members[მკვდარი ბმული]