ეთიკის კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთიკის კოდექსი გამოიყენება სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში შიდა რეგულაციისთვის, როგორც კანონის ალტერნატიული მექანიზმი - სახელმძღვანელო. ეთიკის კოდექსს არ გააჩნია კანონის ძალა და ემყარება ადამიანთა ჯგუფის მიერ დადგენილ წესებს, რომლებიც თავის მხრივ ითვალისწინებენ საზოგადოებაში დადგენილ მორალურ წესებს და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს ამა თუ იმ სფეროში.

ყველაზე მეტი ეთიკის კოდექსი შექმნილია ბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროში.

საქართველოში ბიზნეს კომპანიათა ეთიკის კოდექსის ავტორია ბიზნეს ეთიკის ასოციაცია. ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი, შექმნილია და მიღებულია 2001 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციას მიერ.