შინაარსზე გადასვლა

ევე (ხალხთა ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევე.

ევე — ხალხთა ჯგუფი დასავლეთ აფრიკაში (განის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ტოგოსა და ბენინის სამხრეთი, ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთი). მის შემადგენლობაში შედის: დასავლეთი ევე, ან საკუთრივ ევე; აღმოსავლეთი ევე, ან ფონი; ცენტრალური ევე — აჯა (1,7 მლნ. ადამიანი ბენინის სამხრეთ-დასავლეთში და 650 ათ. ადამიანი ტოგოს სამხრეთ აღმოსავლეთში); უაჩი (1 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ტოგოს მარიტაიმის რეგიონის აღმოსავლეთში და 40 ათ. ადამიანი ბენინის სამხრეთში — მონოს დეპარტამენტში); გენი, ან გე, გებე, გუინი, მინა, პოპო (0,5 მლნ. ადამიანი ტოგოს სამხრეთში — ლომეს აღმოსავლეთით და 80 ათ.-ზე მეტი ადამიანი სამხრეთ-დასავლეთში; იყოფიან შემდეგ ჯგუფებად: გლიჯიმ, ანეხო, აგოი, ტოფი, გბესი და კპესი). რაოდენობა — დაახლ. 16 მილიონი ადამიანი (2017, შეფასება). აგრეთვე ცხოვრობენ ბურკინა-ფასოში, ლიბერიაში, კოტ-დ’ივუარში, გაბონში და სხვ. 100 ათასზე მეტი ევე გადასახლებულია საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე აშშ-სა და კანადაში. ლაპარაკობენ გბე ენებზე. XVII–XIX საუკუნეებში ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობის შედეგად ევეს შთამომავლები შევიდნენ ბრაზილიელებისა და კარიბის ზღვის აუზის რიგი კრეოლური ეთნოსების შემადგენლობაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Попов В. А. Эве // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 201–202.