შინაარსზე გადასვლა

დურუჯის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დურუჯი (მრავალმნიშვნელოვანი).
დურუჯის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°05′11″ ჩ. გ. 45°54′53″ ა. გ. / 42.08639° ჩ. გ. 45.91472° ა. გ. / 42.08639; 45.91472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 2884 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
დურუჯის უღელტეხილი — საქართველო
დურუჯის უღელტეხილი
დურუჯის უღელტეხილი — კახეთის მხარე
დურუჯის უღელტეხილი

დურუჯის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (დაღესტანი) საზღვარზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, მდინარე დურუჯის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2884 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. დურუჯის უღელტეხილი ყვარლის მუნიციპალიტეტს (ფოხალისთავის თხემისა და ჩელთის ხეობის გავლით) საცალფეხო გზით აკავშირებს სამურის აუზთან (დაღესტანი).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 514.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 61.