დომბაიულგენის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დომბაიულგენი (მრავალმნიშვნელოვანი).
დომბაიულგენის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°13′50″ ჩ. გ. 41°42′53″ ა. გ. / 43.2305694° ჩ. გ. 41.7148306° ა. გ. / 43.2305694; 41.7148306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე 3085 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გნაისი და კრისტალური ფიქლები
დომბაიულგენის უღელტეხილი — საქართველო
დომბაიულგენის უღელტეხილი
დომბაიულგენის უღელტეხილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დომბაიულგენის უღელტეხილი

დომბაიულგენის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადის — სამხრეთ პტიშის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3085 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვენა შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) აუზებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]