დიმიტრი ნალბანდიანი
დიმიტრი ნალბანდიანი | |
---|---|
დაიბადა | 15 სექტემბერი, 1906[1] [2] |
დაბადების ადგილი | თბილისი[3] [2] |
გარდაიცვალა | 2 ივლისი, 1993[1] (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
ჟანრი | პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი |
დიმიტრი არკადის ძე ნალბანდიანი (დ. 15 სექტემბერი [ ძვ. სტ. 2 სექტემბერი], 1906, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993, მოსკოვი) — სომეხი ფერმწერი, სსრკ სახალხო მხატვარი (1969), სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1953). სოციალისტური შრომის გმირი (1976).
1924-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ნამუშევრები: „ს. კიროვის გამოსვლა პარტიის XVII ყრილობაზე“ (1935, მოსკოვი კრემლის მუზეუმი), ა. ისააკიანის (1940, სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), ი. სტალინის (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946) პორტრეტები, „ძალაუფლება საბჭოებს — მშვიდობა ხალხს“ (თანაავტორებთან ერთად, 1950, ულიანოვის საოლქო სამხატვრო მუზეუმი, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), „ოქტომბრის რევოლუციის წინ“ (1970-1973, კრემლის დიდი სასახლე, მოსკოვი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
1992 წელს მხატვარმა თავისი ნამუშევრების კოლექციიდან გარკვეული ნაწილი მოსკოვს გადასცა, რის საფუძველზეც ქალაქის ხელისუფლებამ გამოსცა დადგენილება „სსრკ სახალხო მხატვარ დ. ა. ნალბანდიანის მუზეუმ-სახელოსნოს შექმნის შესახებ“. შემდგომში კოლექცია შეივსო სურათებითა და ფერწერული ეტიუდებით, რომლებიც მხატვრის დამ გადასცა მუზეუმს. ამჟამად ეს მუზეუმი-სახელოსნო სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „მანეჟის“ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.[4]
დიმიტრი ნალბანდიანის ნამუშევრები ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმში, რუსულ მუზეუმში. ერთ-ერთი ავტოპორტრეტი უფიცის გალერეაშია.
ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1946 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1951 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1969 — სსრკ-ის სახალხო მხატვარი
- 1976 — სოციალისტური შრომის გმირი
- 1982 — ლენინური პრემია
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 304.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიმიტრი ნალბანდიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ნალბანდიანი დაარქივებული 2017-04-02 საიტზე Wayback Machine. შიშკინის გალერიის სიტზე
- მხატვრების ბიოგრაფია დაარქივებული 2010-05-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 2.0 2.1 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 8 — ტ. 8. — გვ. 149–150.
- ↑ Налбандян Дмитрий Аркадьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Музей-мастерская народного художника СССР Д. А. Налбандяна