დიდი დურნუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი დურნუკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი დურნუკი
კოორდინატები 41°32′24″ ჩ. გ. 44°41′29″ ა. გ. / 41.54000° ჩ. გ. 44.69139° ა. გ. / 41.54000; 44.69139
ადრეული სახელები დურნუკი
ფართობი 8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 45[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 67 %
ქართველები 31 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი დურნუკი — საქართველო
დიდი დურნუკი
დიდი დურნუკი — ქვემო ქართლი
დიდი დურნუკი
დიდი დურნუკი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დიდი დურნუკი

დიდი დურნუკი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული დურნუკის ცენტრი (სოფლები: დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი).

მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 750 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 11 კილომეტრით, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 11 კმ-ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 129 66 63
2014[1] 45 22 23

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი დურნუკი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, როგორც სამეფო სოფელი. სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდალური ხანის ქვაჯვარები, გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, კერამიკული ნაწარმი.

დურნუკი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო თბილისიდან სამშვილდისაკენ მიმავალ გზაზე (კლდეკარი, ნახიდური მდ. ალგეთის ნაპირას). სოფელი დურნუკი მოიხსენიება ქართლის 1718 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში და ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში „საქართველოს გეოგრაფია". 1718 წელს აქ მოსახლეობდა 37 კომლი, მ. შ. 29 კომლი ქართველი და 8 კომლი სომეხი. მოგვიანებით დურნუკი ორად გაიყო — დიდ დურნუკად და პატარა დურნუკად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II