დაურ ზანთარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაურ ზანთარია

ზანთარია 2000 წელს
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1953
დაბადების ადგილი ტამიში, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 2001 (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა მწერალი; ჟურნალისტი
ენა აფხაზური, რუსული
ეროვნება აფხაზი

დაურ ზანთარია (დ. 25 მაისი, 1953, ტამიში – გ. 7 აგვისტო, 2001) — აფხაზი მწერალი და ჟურნალისტი. მუშაობდა აფხაზურ და რუსულ ენებზე.

ადრეული კარიერა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1953 წლის 25 მაისს, ტამიშში. 1971 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ტამიშის სკოლა. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს გახდა საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი. 1990-იან წლებში აქვეყნებდა სტატიებსა და ესეებს გაზეთებისთვის: „ნოვი მირ“, „დრუჟბა ნაროდოვ“, „ზნამია“, „ექსპერტ“ და „ობშჩეი გაზეტა“. ამავე პერიოდში გახდა აფხაზ მწერალთა კავშირის წევრი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანთარია გარდაიცვალა 2001 წლის 7 აგვისტოს. დასაფლავებულია ტამიშში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]