დამჩხრეულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დამჩხრეულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცხრამუხა
კოორდინატები 41°57′31″ ჩ. გ. 43°33′01″ ა. გ. / 41.95861° ჩ. გ. 43.55028° ა. გ. / 41.95861; 43.55028
ცენტრის სიმაღლე 762
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
დამჩხრეულა — საქართველო
დამჩხრეულა
დამჩხრეულა — შიდა ქართლი
დამჩხრეულა
დამჩხრეულა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დამჩხრეულა

დამჩხრეულა, დამჩხეულა, — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე, ხაშურიდან 6 კილომეტრის დაშორებით. ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. სოფლის სამხრეთით დგას წმინდა გიორგის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დამჩხერალოს სახელით. შედიოდა ისტორიული საციციანოს შემადგენლობაში და წარმოადგენდა მის საზღვარს დასავლეთით (ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში აღწერილია როგორც მეოთხე სასპასპეტოს საზღვარი). ნიკოლოზ ბუნიათისშვილის 1730 წლის 6 იანვრის ნასყიდობის წიგნიდან ჩანს, რომ დამჩხერალო მას ქვიშხეთელი ვახუშტი აბაშიძისათვის მიუყიდია. სოფელს იხსენიებს იოანე ბატონიშვილი გვერდისძირის სოფლების აღწერისას (შედგენილია 1790-იან წლებში), მაგრამ ამ პერიოდში აქ მუდმივი მოსახლეობა არ ჩანს. მისი ხელმეორედ დასახლება იმერეთიდან გადმოსული ოჯახებით XIX საუკუნის დასაწყისიდან მოხდა. 1886 წელს სოფლის მოსახლეობა 186 ადამიანს შეადგენდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 0 0 0
2014[1] 0 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II