დავით კობახიძე (ენტომოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.

დავით კობახიძე (დ. 2 სექტემბერი, 1911, ქუთაისი — გ. 2 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ზოოლოგი და ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1943), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ძირითადი გამოკვლევები მიეძღვნა საქართველოში უხერხემლო ცხოველთა შესწავლას-სისტემატიკის, ფაუნისტიკის, ეკოლოგიის, ბიოცენოლოგიის, ეკოლოგიური მორფოლოგიის და მცენარეთა დაცვის საკითხებს. მან პირველმა გამოიყენა ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ბორჯომის ხეობაში დიდი ლაფანჭამიის წინააღმდეგ. ავტორია სხვადასხვა ნაშრომების, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]