დავით დვალი (ელექტროტექნიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ირაკლის ძე დვალი (დ. 5 აპრილი, 1950, სოფ. საბუე, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ელექტროტექნიკოსი, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1994), პროფესორი (1995).

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი. 1975 წლიდან იდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში (ახლანდ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამრეწველო ელექტრონიკის კათედრაზე. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 1987 წელს ჩამოაყალიბა ელექტრონული ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა შეუფერხებელი და ხარისხიანი ელექტროკვების ტექნოლოგიები, არატრადიციული ენერგოტექნოლოგიები და სხვ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახევრადგამტარული გარდამქმნელების ესკიზური დაპროექტება, თბ., 1993 (თანაავტ.: გ. დგებუაძე, ა. კერესელიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]